მაჰამუდრას რითრითი თელავში, რომელიც პირდაპირ გონების ბუნებაში გამოგზაურებს.
შენთვის იქნება საინტერესო თუ:
🔸 გინდა საკუთარ თავზე სიღრმისეული მუშაობა და ეძებ შინაგან ცვლილებას.
არ გაკმაყოფილებს ზედაპირული ტექნიკები და გინდა უფრო ძლიერი და ღრმა პრაქტიკის გამოცდა.
🔸 გსურს გონების რეალური ბუნების უშუალოდ გაგება და არა მხოლოდ თეორიული ცოდნა.
🔸 გინდა კონცენტრაციის გაღრმავება, შინაგანი სიმშვიდის პოვნა და ემოციური თავისუფლება.
🔸 გსურს სტრუქტურირებული, უსაფრთხო და პროფესიონალურად მართული ღრმა მედიტაციური გამოცდილების მიღება.
👉🏼თუ ხშირად გაწუხებს კითხვა:
„ვინ ვარ მე, როლებსა და ყოველდღიურ აზრთა ქაოსის მიღმა?“
— ეს რითრითი სწორედ შენთვისაა.
🧘 მაჰამუდრა წარმოადგენს უმაღლეს სწავლებას გონების ბუნების შესახებ. ის გვიჩვენებს ჩვენს ჭეშმარიტ მდგომარეობას და ნელ-ნელა, მედიტაციების საშუალებით ავლენს გონების ბუნებას.
მაჰამუდრა გავრცელებულია ტიბეტური ბუდიზმის სკოლებში, თუმცა, თავის თავში ის სცდება ყოველგვარ რელიგიას ან რწმენის სისტემას და აჩვენებს იმას, თუ როგორია რეალობა, ჩვენი შექმნილი თეორიების მიღმა.
მაჰამუდრაში არსებობს ორი ძირითადი მედიტაცია: შამატჰა/შინე და ვიპაშიანა/ლჰაქტონგ:
❇️ შამატჰას ფუნქცია გონების სიწყნარეში მოყვანაა. ის ავითარებს კონცენრაციის უნარს და ხსნის გაფანტულობას. პრაქტიკოსი ნელ-ნელა ეჩვევა დაისვენოს ბუნებრივ მდგომარეობაში, გონების გაფანტულობის გარეშე. მედიტაციის დრო თანადათან იზრდება, იმისთვის რომ პროცესი იყოს თავისუფალი ყოველგვარი ხელოვნურობისა და დაძაბულობისგან. თავის მხრივ, მხოლოდ შამატჰას პრაქტიკაც კი იწვევს ადამიანში ტანჯვისგან თავისუფალ მდგომარეობას.
❇️ მეორე ეტაპზე პრაქტიკოსები გაიცნობენ ვიპაშიანას მედიტაციას. ამ დროს, ჩვენ სხვადასხვა კითხვის დასმის საშუალებით, ვიმედიტირებთ იმაზე, თუ რა არის გონება. როგორია ის, აქვს თუ არა დასაწყისი და დასასრული, ფორმა, ფერი, მოძრავია თუ უძრავი და ა.შ. ამ კითხვებზე მედიტაციას მივყავართ პირდაპირ გაგებამდე, თუ რა არის ჩვენი გონება. აქ უნდა ითქვას, რომ პირდაპირი გაგება განსხვავდება ინტელექტუალური გააზრებისგან. რასაც მაჰამუდრაში კონცეფტუალიზაციას უწოდებენ ხოლმე. საჭიროა გონების პირდაპირი შემეცნება, კონცეფციების და თეორიების გარეშე.
✨ საბოლოო ჯამში, პრაქტიკის შედეგად, პრაქტიკოსი მიდის განჭვრეტამდე, თუ როგორია მისი ბუნება და ისვენებს მასში. როცა ეს ეტაპი დგება, ხშირად ხდება მასწავლებლისგან "პირდაპირი მითითების ინსტრუქციის" მიცემა, რომელიც მთლიანობაში კრავს შამატჰას და ვიპაშიანას ყველა ნაწილს. ის, რაც მითითების შედეგად ხდება გამორკვეული, ეს არის მაჰამუდრა - ჩვენი ჭეშმარიტი არსი და ბუნება.
🔶 სწავლების დროს ჩვენ გამოვიყენებთ ისეთ ტექსტებს, როგორიცაა ტილოპას "მაჰამუდრას" სიმღერა. მე-9 კარმაპას "საბოლოო მნიშვნელობის ოკეანე", გულის სუტრას და ა.შ.
🤍 ტექნიკური დეტალები:
🟠 რითრითის საფასურში შედის განთავსება ორადგილიან ნომერში, ორჯერადი კვება - ვეგეტარიანული, ტრანსპორტირება და სასტუმროში დარჩენა. დღეში ორჯერ, 2-2 საათიანი, ფიქსირებული გაკვეთილები, სადაც შეისწავლით პრაქტიკას, ჯამში 4 საათი ; მშვიდი, მყუდრო და მეგობრული გარემო.
ფორმატი: ყოველდღიური 4 საათიანი მედიტირება და პრაქტიკის სწავლება შივოსთან ერთად, თუმცა, პრაქტიკოსისგან მისასალმებელია 5-6 საათი მედიტაციის პრაქტიკისთვის დროის დათმობა. 1-2 საათი, სასურველია, მარტომ იმედიდიტიროთ და შემდეგ ამ გამოცდილებასაც, სურვილისამბერ, გააზიარებთ მასწავლებელთან.
ფასილიტატორი: შივო რამადატა.
პერიოდი: 17-21 დეკემბერი. (17-ში, დღის პირველ ნახევარში, გამგზავრება თბილისიდან, 21-ში დაბრუნება თბილისში)
ხანგრძლივობა: 5 დღე, 4 ღამე.
ლოკაცია - თელავი, სასტუმრო - ალაზნის ველი.
სრული რითრითის ღირებულება: 650 ლარი.
ფასი მოცემულია ორადგილიან ნომერში ერთ პერსონაზე.
🟠 "სფერო"-ს რეკვიზიტები:
TBC - GE50TB7955836010100048
BOG - GE30BG0000000574793558
⚠️ შენიშვნა: სწავლება არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მწვავე ემოციურ მდგომარეობაში ან ბოლო პერიოდში ჰქონდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
You may also like the following events from Sphero-სფერო: